საქართველოში მშვიდობის კორპუსის 52 მახალისე ჩამოვიდა, მათგან 33 ინგლისური ენის მასწავლებელია და 19 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებიც 2 წლის მანძილზე იმუშავებენ საქართველოში. მათ წარმატებით გაიარეს თერთმეტ კვირიანი ტრეინინგი, რაც მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ უნარებს, ჯამრთელობასა და უსაფრთხოებას.
მშვიდობის კორპუსის ერთ-ერთი მოხალისე დანიელ ვიდერი ტყიბულში ჩამოვიდა და არასამთვრობო ორაგანიზაცია “ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ (TDDF) 2 წელი იმუშავებს, როგორც ორგანიზაციის განვითარების მრჩეველი.
დანილ ვიდერი ამერიკის შეერთბულ შტატებში, ოჰაიოში დაიბადა.
2013 წელს დაამთავრა უოლშის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ კანტონი, ოჰაიო. ორმაგი ბაკალავრი: საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია. მეორადი: მმართველობა და საგარეო ურთიერთობები.
2013 წელს მუშაობდა ვაშინგტონში, სინდის ამერიკული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტში ადმინისტრაციულ კოორდინატორად.
2014-2015 წელი მკვლევარი ასისტენტი დოქ.კელი სელბი, ისტორიის ასოცირებული პროფესორი ველშის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ კანტონი, ოჰაიო.
2015 წელი,ზოარის თემის ასოციაცია, ზოჰარი ოჰაიო: პროექტის განვითარების და კვლევის ასისტენტი.
2012 წლიდან დღემდე არის დამფუძნებელი და მენეჯერი ორგანიზაციის „ცვლილება უკრაინისთვის“.
მიღებული აქვს ჯილდოები: ბუჰლერის ელჩის ჯილდო – დოვერი, ოჰაიო. კონგრესმენ ჯიმ რენაჩის მთავრობის სამეცნიერო ჯილდო – ჩრდილოეთ კანტონი, ოჰაიო.
გთავაზობთ ინტერვიუს დანიელ ვიდერთან:
–დანიელ,რა მისიით ხართ საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულში?
-ჩემი მისია საქართველოში მშვიდობის კორპუსის ფარგლებში არის – “ხელისშეწყობა მსოფლიოს მშვიდობისა და მეგობრობისათვის“. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ ტყიბულში იმისათვის, რომ ვიმუშაო თემის წევრებთან ერთად და დავეხმარო მათ იმ საჭიროებების გადაჭრაში, რაც იდენტიფიცირებულია როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონის განვითარებისათვის. ამით მაქვს მისწრაფება, რომ უკეთ გავიცნო ქართული კულტურა, ისევე როგორც განვავითარო ძლიერი პროფესიული და პერსონალური ურთიერთობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ჩემი გზავნილი ტყიბულში მცხოვრები ქართველებისადმი არის შემდეგი, ვინც დამინახავს ქალაქში მოსიარულეს გთხოვთ, მითხარით „გამარჯობა“! მე მსურს თქვენი გაცნობა!
-რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში მოხალისედ ჩამოსვლა და მუშაობა?
-საქართველოში მოხალისეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი საქართველოს და ევრაზიის რეგიონის კულტურული განვითარებით მთლიანობაში. უოლშის უნივერსიტეტში სწავლისას, ფოკუსირებული ვიყავი რეგიონის ისტორიულ და სოციალურ განვითარებაზე, ამის შემდეგ, ჩემი ინტერესები გაიზარდა და კვლავ აგრძელებს ზრდას. დამატებით შემიძლია ვთქვა, რომ მე მომწონს ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი დახმარება, მიაღწიონ მიზნებსა და მისწრაფებებს. როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისეს, მე ახლა საშუალება მაქვს ვიცხოვრო საქართველოში, გავეცნო კულტურას პირველწყაროდან, ვიმუშაო თემისა და ახალგაზრდობის განვითარებისათვის.
-ტყიბულში რომელ ორგანიზაციაში იმუშავებთ და რა იქნება თქვენი საქმიანობის სფერო?
-ტყიბულში ყოფნისას, მე მოხალისედ ვიმუშავებ „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“(TDDF), უმთავრესად ვიმუშავებ ისეთ აქტივობებსა და პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება თემისა და ახალგაზრდობის განვითარებასთან.
-რამდენ ხანს დარჩებით ტყიბულში?
-ტყიბულში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვიცხოვრებ.
-10 ივლისს 52 ამერიკელ მოხალისესთან ერთად თქვენც მოგიწიათ ფიცის დადება. თუ საიდუმლო არ არის გვითხარით, რას ითვალისწინებს ფიცის დადება?
2015 წლის 10 ივლისს, მე და სხვა ორმოცდათერთმეტი ტრენერი გავხდით ოფიციალურად მშვიდობის კორპუსის მოხალისენი. ჩვენ ყველამ დავდეთ ფიცი. ეს ფიცი ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას ჩვენი საუკეთესო უნარებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვემსახუროთ საქართველოს და იმ თემს, სადაც გაგვანაწილეს, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისეები.
-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, მიზნები?
-ამჟამად ვგეგმავ, ვიცხოვრო ტყიბულში, საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორც მშვიდობის კორპუსის მოხალისემ. საქართველოში ჩემი სამსახურის შემდეგ, მე ვაპირებ მივიღო მაგისტრის ხარისხი კონფლიქტების ანალიზსა და მოგვარებაში შვედეთის უპსალას უნივერსიტეტში ან დიდი ბრიტანეთის ბრედფორდის უნივერსიტეტში. მე ასევე ვარ პროექტ „ცვლილება უკრაინისათვის“ დამფუძნებელი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ ობოლ ბავშვებს ვუჩვენოთ თანაგრძნობა და შევუწყოთ ხელი მათ იყვნენ თვითდაჯერებულები, გავაუმჯობესოთ უკრაინელი ობლებისათვის საბაზისო პირობები. მსურს, მომავალში „ცვლილება უკრაინისათვის“ გახდეს დამოუკიდებლად მოქმედი ორგანიზაცია უკრაინაში.
-გვიამბეთ რამე თქვენსა და თქვენი ოჯახის შესახებ, სად ცხოვრობთ ამერიკაში? ვინ არის დანიელ ვიდერი?
-წარმოშვებით ოჰაიოდან ვარ. ჩემი მშობლები და ჩემი დის ოჯახი ორივე იქ ცხოვრობს. ვსწავლობდი უოლშის უნივერსიტეტში და მაქვს ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკურ მეცნიერებასა და ისტორიაში. საქართველოში ჩამოსვლამდე, ვმუშაობდი ვაშინგტონსა და უკრაინაში. ჩემი საყვარელი ჰობია კალათბურთის თამაში, ფეხბურთი და ნადირობა. ბოლოს, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ცხოვრების მანძილზე, საშუალება მექნება ვიყო აქტიური თემისათვის და შევიძინო ბევრი მეგობარი!
გიორგი სულაძე
თამუნა ცირეკიძე