ტყიბულში დღეს 30 აგვისტოს მეშახტეთა პროფესიული დღე აღინიშნება.კომპანია „საქნახშირი ჯი- აი- ჯი“ს ადმინისტრაციის ინფორმაციით კომპანია მეშახტეთა ქალაქს საჩუქარს უმზადებს.

„ეს დღე სახალხო ზეიმად გვინდა იქცეს. დღის პირველი საათიდან ტყიბულს საბავშვო ატრაქციონები, ზღაპრის და კინოს გმირები აახმაურებენ, ქუჩებში ოჩოპინტრეები ივლიან, საცირკო ნომრები,ჟონგლიორები, ილუზიონისტები, გაწვრთნილი ცხოველები, სასრიალოები, ბამბის ნაყინი- ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში. საღამოს 20 საათზე  ტყიბულის თეატრის წინ აგებულ სცენაზე ორი საათის განმავლობაში ლეგენდად ქცეული  “ერისიონი” გამართავს კონცერტს. და რაც მთავარია დღესვე ყველაზე რისკიანი, ყველაზე მამაცი პროფესიის ადამიანებს – მეშახტეებს, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემათ, ეს კომპაანიის ინიციატივაა და წარდგინება სახელმწიფო გადაწყვეტილებით დასრულდა, ღირსების ორდენებითა და მედლებით 5 მეშახტე დაჯილდოვდება, სიგელები გადაეცემათ მეშახტეების მიერ დასახელდებულ საუკეთესო მეშახტეებსაც“ .

„საქნახშირი -ჯი-აი-ჯი ჯგუფი“  ყველა ტყიბულელს და ტყიბულის სტუმრებს გეპატიჟებათ მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე  და გპირდებათ, ლამაზ და დაუვიწყარ საღამოს.