რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის 4 და 5 მარტს ტრეინინგი გაიმართა ბაკურიანში,სახელწოდებით „ქალთა ინფორმირებულობა უფლებებისთვის“.

2 დღის მანძილზე ტრენერები: ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და იურისტი ქრისტინა მაღლაკელიძე რეგიონის ჟურნალსიტებს ესაუბრნენ ქართული მედიის ტენდეციებზე,რომლებიც ხელს უშლიან გენდერულ სტერეოტიპების მოშლას, ასევე გენდერული ენა მედიაში, გენდერული მეინსტრიმინგი და ქალთა მიმართ ძალადობა. ტრეინინგის ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ანხორციელებს. პროექტი დაფინანსებულია „ქალთა ფონდი საქართველოში“მიერ.
ტრეინინგის დასრულების შემდეგ ტრეინინგის მონაწილეებმა ბაკურიანში საინფორმაციო აქცია გამართეს, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები სახელწოდებით „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“, “ქალთა ინფორმირებულობა ცვლილებებისთვის“.
როგორც ტრეინინგის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ განგვიცხადა: „ტრეინინგის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ასევე რეგიონალური მედიის დაინტერესება გენდერული საკითხებით. ვფიქრობ, მედია და საზოგადოება ამ საკითხებით მეტად უნდა დაინტერესდეს, უფლებების ცოდნა კი შედეგად სხვადასხვა ფორმის ძალადობის ფაქტების პრევენციის საფუძველი შესაძლებელია გახდეს.“