საზოგადოება ·

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მეშახტეებმაც აღნიშნეს

0
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მეშახტეებმაც აღნიშნეს

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ტყიბულელმა მეშახტეებმა ,,მწვანე აქციით აღნიშნეს”.

,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი”-ს თანამშრომლებმა საწარმოს ეზოში რამდენიმე ათეული ძირი წიწვოვანი ნერგი დარგეს, არსებული მწვანე საფარი განაახლეს, ტერიტორია დაასუფთავეს და საგაზაფხულო მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩაატარეს.

დღევანდელ მოვლა აღდგენით ღონისძიებებში მონაწილეობა მეშახტეთა პროფესიული კავშირის წევრებმაც მიიღეს.

ელისო ჭანტურიძე

 

გაზიარება: Facebook