კოალიცია ,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში იმყოფებოდა.
ის ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის თეატრის წინ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა.
ამორჩევლებთან შეხვედრაზე კახი კალაძემ და ელისო ჩაფიძემ ადგილობრივ პრობლემებზე, ხელისუფლების შესრულებულ დაპირებებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
კახი კალაძემ ასევე ისაუბრა, გაზიფიცირებაზე, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს, ქვანახშირის ნარჩენების ქალაქიდან გატანასა და ტყიბულში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე.
მან ასევე მოსახლეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი რობიზონ გვენეტაძე წარუდგინა და ადგილობრივებს თვითმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ელისო ჭანტურიძე