საცხოვრებელი სახლი დაიწვა ტყიბულში ორბელიანის ქუჩაზე.
ცეცხლი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და თავდაპირველად დიასახლისი საკუთარი ძალებით შეეცადა ცეცხლის ჩაქრობას, რის გამოც სახეზე მცირე დამწვრობაც მიიღო.
გაჩენილი ხანძრის შედეგად ცქიფურიშვილების ორსართულიანი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები მთლინად დაიწვა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
როგორც ადგილობრვები ამბობენ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო და ცეცხლის ლოკალიზებას ახდენდა ტყიბულის, ქუთაისის და თერჯოლის სახანძრო სამაშვალე სამსახურების 5 ეკიპაჟი.ასევე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.