ტყიბულში ტრადიციული სპორტული ღონისძიება „ გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი იმერეთის პირველობა კუნგ-ფუში“ გაიმართა.
ღონისძიება სპორტის სასახლეში ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობდნენ ზესტაფონის 2 გუნდი,ხარაგაულის კლუბი,თერჯოლის სკოლა,ამბროლაურის ნაკრები და ბაღდათის გუნდები. ასევე ტყიბულის კარატეს სკოლა – ხელმძღვანელი ლევან კუბლაშვილი და „კუნგ-ფუს სკოლა“ ხელმძრვანელები ოლეგ ფანჩულიძე და ლაშა ცქიფურიშვილი.
შეჯიბრში 74 სპორტსმენი, როგორც ვაჟები ასევე გოგონები მონაწილეობდნენ 15 წონით კატეგორიაში.
საინტერესო და დაძაბული ბრძოლების შემდეგ, გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა ტყიბულის „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუ ს სკოლა“
კუნგ-ფუ ს სკოლიდან ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ბარბაქაძე, საბა გელაძე, გიორგი ჭიჭიკოშვილი, ლუკა ლანჩავა, გიორგი გორგიძე,საბა აბესაძე ,ლუკა ქაშიბაძე ,ნიკოლოზ მესხორაძე, ლუკა მესხორაძე და ლევანი ცნობილაძე.
პრიზიორები გახდნენ : ნიკა ბარბაქაძე , ნიკა ბუბაშვილი, ლუკა ბრეგაძე,ბაჩუკი დიხამინჯია, ნიკა ჩაფიძე, ანრი ვარდოსანიძე,ნიკოლოზ გორგიაშვილი და ჯემალი ახვლედიანი.
გუნდურ მეორე ადგილზე, 4 ჩემპიონით გავიდა ზესტაფონის კლუბი „ავაზა“. ხოლო მესამე ადგილზე 3 ჩემპიონით გავიდა ხარაგაულის კლუბი.
ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა მედლებით და დიპლომებით.
ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები სხვა რაიონებიდან,ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.