9 მაისს, პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის არმიამ გამარჯვება 69 წლის წინ მოიპოვა. 1945 წელს, 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეს თარიღი ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება. სამამულო ომის ვეტერანებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და წარმომადგენლები 9 მაისს განსაკუთრებულად ულოცავენ და მათთვის სასიმოვნო დღის მოწყობას ცდილობენ. სამამულო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ,,ქართული ოცნების” ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა რობინზონ გვენეტაძემაც მიულოცა.

სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რიცხი ყოველწლიურად მცირდება და ტყიბულს მხოლოდ 26 ვეტერანი ჯარისკაცი შემორჩა.

მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ გაბრიაძის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილევით შეამკეს და პათივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. რის შემდეგაც, აქვე ვეტერანებისათვის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე კონცერტი გამართეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დიდი სამამულო ომის მონაწილეებს 9 მაისთან დაკავშირებით 100 ლარიანი დახმარება გადაეცათ.

ღონისძიების დასასრუოლს სამამულო ომის მონაწილეთათვის საზეიმო სუფრა გაიმართა, სადაც ქალაქის შემოქმედებითმა ჯგუფებმა რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს. ღონისძიებას ორგანიზება გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *