N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექს მოაწერეს ხელი, კოდექსზე ხელმოწერა საარჩევნო ოლქის ყველა წევრმა დააფიქსირა.
დოკუმენტს 14 ოქტომბერს 12 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში -ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს, ესენია: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა. პირველად მსგავს დოკუმენტს 2010 წელს მოეწერა ხელი.
სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.