1 მაისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლაში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის შემოქმედებითი საღამო-კონცერტი გაიმართა.

ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ხელოვნების სკოლის ყველა მუსიკალური განყოფილების მოსწავლეებმა მიიღეს. კომპოზიტორის შემოქმედებიდან მუსიკალური ნომრები შესრულდა, როგორც ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე ისე ფლეიტასა და გიტარაზე.

ხელოვნების სკოლაში ქართველი კომპოზიტორებისადმი მიძრვნილი საღამოები ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *