2017 წლის 21 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, N57-ე ტყიბულის საარჩევნო ოლქის ერთიან საარჩევნო სიაში 22036 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმის მისაცემად მუნიციპალიტეტში 37 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე 11261 ამომრჩევლი მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა, რაც ამომრჩველთა საერთო რაოდენობის 51,5% შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით პროპორციული სიით ტყიბულში 4 პოლიტიკური პარტია არის არჩევნებში გამარჯვებული,რომლის წარმომადგენლებიც გახდებიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

პოლიტიკურ პარტიებს შორის მუნიციპალიტეტში ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, რომელმაც 5360 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 50% შეადგენს და პარტიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 მანდატი მოიპოვა.

მეორე ადგილზე საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. პარტიამ ამომრჩეველთა 2554 – 24% ხმა მიიღო, მათ საკრებულოში 3 მანდატი ექნებათ.

1256 ხმა, ხმების 12% მიიღო საარჩევნო ბლოკმა “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველომ“, მათ საკრებულოში 2 მანდატი აქვთ.

693 ხმა მიიღო „დავით თარხან მოურავი,ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ რაც 5% შეადგენს, მათ საკრებულოში ერთი მანდატი ექნებათ.

ასევე ერთი მანდატი ექნება საკრებულოში საარჩევნო ბლოკს „დიმიტრი ლორთქიფანიძე,კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ რომელმაც ამომრჩევლის 512 ხმა, შესაბამისად 5% მიიღო.

მაჟორიტარულ არჩევნებში,მუნიციპალიტეტის 12 საარჩევნო ოლქიდან 11 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს,ხოლო ერთ საარჩევნო ოლქში საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ კანდიდატმა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარული არჩევნებით „ქართულ ოცნებას“ 11 მანდატი აქვს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 მანდიდატი.

როგორც „ოკრიბანიუს“ ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ეს წინასწარი მონაცემებია და საბოლოო მონაცემები უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოქვეყნდება.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.