ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დათვლილი წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის 21 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, ტყიბულის საარჩევნო ოლქში ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მიღებულ ხმათა შესაბამისად პარტიის წევრები გახდებიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან 11 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა, 1 ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

პარტიული სიით საკრებულოს დეპუტატობის მანდატი მოიპოვეს:

საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე,უგულავა-ევროპული საქართველო“ – 2 მანდატი:
რუსლან ჯულაყიძე; რეზო გაბრიჭიძე.

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე,კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ – 1 მანდატი:
თენგიზ ჭიქაბერიძე.

საარჩევნო ბლოკი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 3 მანდატი:
დავით ქათამაძე; ლევან დოხნაძე; დავით სოხაძე

„დავით თარხან- მოურავი,ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 მანდატი:
ბესიკი ცქიფურიშვილი.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“:
დავით კუბლაშვილი; იოსებ რობაქიძე; ნატალია კობახიძე; იური ელიაშვილი; თამაზი ფართლაძე; თემური ძაგნიძე; მიხეილ ჯანელიძე; მარინა რობაქიძე.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გამარჯვებული კანდიდატებია, რომლებმაც საკრებულოს დეპუტატობის მანდატი მოიპოვეს:

ტყიბულის საარჩევნო ოლქი – თეიმურაზი ქელბაქიანი; ირაკლი აბესაძე; ბონდო კუბლაშვილი – „ქართული ოცნება“.

საწირის თემი – იზოლდა ნემსაძე – „ქართული ოცნება“.
ხრესილის თემი – ზვიადი კუბლაშვილი- „ქართული ოცნება“.
ორპირის თემი – გოჩა სირბილიძე – „ნაციონალური მოძრაობა“.
კურსების თემი – გიორგი ავალიანი – „ქართული ოცნება“.
ჯვარისის თემი – ისიდორე ლომთაძე – „ქართული ოცნება“.
გურნის თემი – გიორგი ნანიკაშვილი – „ქართული ოცნება“.
მუხურა – როლანდ არსენაშვილი – „ქართული ოცნება“.
ცუცხვათი – გრიგოლ ჩიხლაძე – „ქართული ოცნება“.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განგვიმარტეს, ეს წინასწარი მონაცემებია, საბოლოო მონაცემები ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.