2017 წლის 21 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩენებზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქში 4 მერობის კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და ხმათა უმრავლესობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერად თემურ ჩუბინიძე აირჩია.

წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ ჩუბინიძემ 6554 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 61% პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან დოხნაძე გავიდა, რომელმაც 2621 ხმა – 25% მიიღო.

მესამე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ ტყიბულის ორგანიზაციის ლიდერი და მერობის კანდიდატი რუსლან ჯულაყიძე გავიდა, რომელმაც 1093 ხმა – 10% მიიღო.

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა გოდერძი ცნობილაძემ 483 ხმა – 4% მიიღო.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ეს წინასწარი მონაცემებია და საბოლოო მონაცემები, ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე.