ქუთაისში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს, ასევე განიხილეს „დროის ბანკის“ კომპონენტი.
პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები,
ასევე,შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.
კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.პროექტის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის მოადგილეები და ადგილობრივი მედია „ოკრიბანიუსის” წარმომადგენელი.