,,ისევ აპრილის ცხრა” ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც 8 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა და ის 1989 წლის 9 არპილს სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

სპექტაკლს დაინტერესეულ მაყურებელთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლალი კუბლაშვილია, ხოლო პროზაული ტექსტი ქეთი სიხარულიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლის რეჟისორმა სცენარი თანამედროვე ქართველ პოეტების ლექსებისგან გააერთიანა და მაყურებლამდე იმ ადამიანის ტკივილი მიიტანა, რომელსაც 9 აპრილის ტრაგედიის დროს ფეხმძიმე ცოლი გარდაეცვალა.

მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გადმოცემას სპექტაკლის მთავარი გმირი მონოლოგში შეეცადა, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობი ლევან ხაბურზანია ასრულებდა. გარდაცვლილი ქალის როლი კი მარიამ მიქიაშვილმა მოირგო.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *