ტყიბულის სპორტული ცენტრის ძიუდოს გუნდის სპორტსმენებს დღემდე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. მათ მრავალრიცხოვან ტიტულთა რიცხვს კიდევ ერთი წარმატება შეემატა.ცოტა ხნის წინ ბოლნისში გამართულ ტურნირზე ტყიბულელმა ძიუდოისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს და კარგი შედეგი დადეს.
შეჯიბრებები სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში ჩვენი ქალაქის რვა სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. საკმაოდ დაძაბული ბრძოლების შედეგად ტურნირიდან ჩვენი ძიუდოისტები საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ. გიგი მოდებაძემ მძიმე კატეგორიაში იასპარეზა და ოთხი შეხვედრა მოიგო, ფინალში მან აზერბაიჯანელი ძიუდოისტი დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო ტყიბულელმა გარი ზარნაძემაც ზუგდიდში გამართულ “კოლხეთის თასზე”, მან 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ბოლნისიდან იგი მეორე ადგილით დაბრუნდა.
წარმატებულ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჩუბინიძე პირადად შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა. ძიუდოისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობისგან ამ დღეს სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც მიიღეს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *