ამბროლაურში 2-3 ივნისს “საქართველოს ჩემპიონატი კუნგ-ფუ-ში გაიმართა“.
გრანდიოზული და სანახაობრივი იყო ტურნირის გახსნის ცერემონიალი,სადაც წარმოდგენილი იყო სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები იარაღით და უიარაღოთ.შეჯიბრი მიმდინარეობდა კუნგ-ფუს ორ სახეობაში-ფაიტინგში და ტუიშოუში.
ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სპორტული გუნდები,ვაჟები და გოგონები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატში ტყიბულელი სპორტსმენები-„ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა“ 17 სპორტსმენით მონაწილეობდა,რომლებმაც იასპარეზეს როგორც ფაიტინგში,ასევე ტუიშოუშიც.
ტყიბულელმა კუნგფუისტებმა ფაიტინგში მოიპოვეს 3 პირველი,3 მეორე და 2 მესამე ადგილი,ხოლო ტუიშოუში 4 პირველი,3 მეორე და 1 მესამე ადგილი.
ფედერაციის წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ და გადაეცათ სერტიფიკატები -საბა გელაძეს,ნიკოლოზ ბუბაშვილს,ნიკა ბარბაქაძეს,ლუკა ლანჩავას და საბა აბესაძეს.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო „საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაცია“,რომელსაც მასპინძლობას უწევდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების ორთაბრძოლების კლუბი, მწვრთნელი დავით დუშუაშვილის ხელმძღვანელობით.
ტყიბულის კუნგ-ფუისტების კლუბს რაჭაში ჩემპიონატზე გამგზავრებაში, დახმარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა გაუწია.