კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ ჟურნალისტებისთვის ტყიბულის შახტაში მედიატური გამართა,
სადაც კომპანიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესაუბრნენ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ნახშირის მოპოვებასა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ასევე კომპანიის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და საქნახშირის მიერ შრომის უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ტყიბულში დაათვალიერეს მინდელის სახელობის შახტის ადმინისტარაციული შენობა, გაეცვნენ შახტაში ელექტრონული უსაფრთხოების დაცვის სისტემას, რაც კომპანიის სიახლეა.
„ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მავნე და ფეთქებად საშიში აირების კონცენტრაციის ავტომატური კონტროლის, პერსონალის დეტექციის და მონიტორინგის, ასევე კავშირის სისტემის მონტაჟი დასრულდა. ახალი უსაფრხოების სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს, ასევე მეთანის აფეთქების საშიშროებას. აღნიშნული სქემა სპეციალურად შემუშავდა მინდელის სახელობის შახტისთვის და დამონტაჟდა ოთხივე საექსპლუატაციო უბანზე, ზღვის დონიდან 400 მეტრი სიღრმეზე. ახალი ტექნოლოგიის დამონტაჟებაზე კომპანიამ მოლაპარაკებები 2016 წლის დასასრულს დაიწყო. საქნახშირის მხრიდან შახტებში უსაფრთხოების ნორმების გაძლიერების მიზნით ახალი სისტემის დამონტაჟებისთვის მილიონ ასიათას ლარიანი ინვესტიცია განახორციელა“-აცხადებენ კომპანიაში.