გამოფენა სიმბოლური სახელწოდებით “ჩვენი ქალაქი” დამთვალიერებელმა ტრადიციულად ტყიბულის სამხატვრო სკოლაში იხილა.

გამოფენის მონაწილეები პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შესრულებული სრულიად ახალი ნამუშევრები 40-მდე ნორჩ მხატვარს ეკუთვნოდა.

მნახველის წინაშე მინის მხატვრული დამუშევების – ვიტრაჟის ნიმუშებიც იქნა წარმოდგენილი, რაც სამხატვრო სკოლაში ნოვაციაა და მისი დანერგვა სასწავლო პროცესშიც იგეგმება.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *