საქართველოს რეიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას კვლავ აგრძელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მორიგი სოფლის კრება სოფელ მუხურაში გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვეყნაში უკვე მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია მოახდინოს სოფლის მაცხოვრებელების აქტიური ჩართულობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, რომელსც მოსახლეობა სოფლის კრებაზე თავდ წმოჭრის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტს 433 685 ლარი აქვს გამოყოფილი, რომელიც თემების მიხედვით არის გადანაწილებული. აქედან 36 000 ლარი კი სოფელ მუხურისთვის არის განკუთვნილი, სადაც სოფლის კრება ცხარე კამათის ფონზე წარიმართა და რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა მათ შორის საბავშვო ბაღის, ამბულატორიის, გზისა და წყლის პრობლემების მოგვარება.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, სოფლის აქტივი გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებასა და თვითმცლელი მანქანის შეძენაზე შეჯერდა.

                                             ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *