ქართველი ძიუდოისტი 18 წლის ილია სულამანიძე, ბუენოს აირესში გამართულ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ილია სულამანიძე 2012 წლის საქართველოს ჩემპიონია ქართულ ჭიდაობაში, 2014 წლიდან არის საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრი, 2016-2017 წელებში საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის მე-3 ადგილის მფლობელია, ასევე არის 2017 წელს პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელი,
2017 წელს ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის-ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონატში ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის მე-2 ადგილის მფლობელი,2018 წელს გახდა რუსეთში ევროპის თასის პირველი ადგილის მფლობელი ძიუდოში,
2018 წელს ჩეხეთში ევროპის თასის მე-3 ადგილის მფლობელი ძიუდოში, 2018 წელს რუმინეთში ევროპის თასის პირველი ადილის მფლობელი ძიუდოსი, 2018 წელი ბოსნია ჰერცოგოგინა, ევროპის ჩემპიონატზე – მე-3 ადგილის მფლობელი ძიუდოში.
ილია სულამანიძე ტყიბულელია,ის ტყიბულის ძიუდოს დარბაზში 5 წლის ასაკიდან დღემდე ვარჯიშობს, მისი მწვრთნელები გიგა სოფრომაძე და გია ობოლაძე არიან.