დღეს ტყიბულში სახალხო დამცველი იმყოფებოდა. უჩა ნანუაშვილი “საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის” ხელმძღვანელობას შეხვდა და შახტის მენეჯმენტს გაეცნო. შეხვედრის მიზანს არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა, რომელთა შორის მეშახტეთა უსაფრთხოება და საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევა გამოიკვეთა.
სახალხო დამცველი დღესვე შეხვდა მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულებს და არსებული პრობლემები პირადად მეშახტეებისგან მოისმინა. მან ასევე დაათვალიერა შახტის ადმინისტრაციული შენობა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. ზოგადად გაეცნო შახტის მუშაობისა და ნახშირის მოპოვების პრინციპებს.

თეონა ჯანელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *