სოფელ გელათში მცხოვრები იდაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ერთ-ერთი იმათთაგანია ვისაც ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და სიღარიბის სღვარს მიღმა სტატუსით სარგბლობენ.

იდაძეების შვიდ შვილიან ოჯახს, ფინანსურად განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდა რაც ოჯახის უფროსს ლერი იდაძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და გულის ოპერაცია გაიკეთა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი ძირითადათ პენსიასა და სოციალურ დახმარებზეა არიან დამოკიდებული.

ათ სულიანი ოჯახის უფროსი შვილი ლევანი 18 წლის არის და უკვე სტუდენტია, რომელმაც გასულ წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა და უმაღლეს სასწავლებელში 100%-ნი დაფინანსებით ჩაირიცხა. ლევანის შედეგის გამეორებას წელს მისი და, ანაც აპირებს.
ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მიუხედავად, როგორც ქალბატონმა აზამ განაცხადა მთავარი მაინც ჯანმრთელობაა, დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია. თუმცა მას იმედი აქვს, რომ მომავალში უფლის შეწევნით სხვა ყველაფერი კარგად იქნება.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *