ტყიბულში ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკაში შესაძლებელია ოფთალმოლოგიური კონსულტაციისა და სრული გამოკვლევების ჩატარება.

პენსიონრებს, მასწავლებლებს და სოციალურად დაუცველებს მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ უტარდებათ.

ტყიბულის ფილიალში თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკა, თერაპია და ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი. თვეში ერთხელ ტარდება ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. ადგილზე შესაძლებელია ექიმის მიერ დანიშნული სათვალის შეძენა.

ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკა ტყიბულში 3 წელია ფუნქციონირებს, სადაც ყოველი კვირის ხუთშაბათს პაციენტებს კონსულტაციას უწევს ექიმი, ოფთალმოქირურგი მიხეილ შენგელია. მიმდინარე წლის ნოემბრიდან კლინიკაში მეორე ექიმი ოფთალმოქირურგი – თინათინ ფარჯანაძე მუშაობს, რომელიც პაციენტებს ყოველი კვირის სამშაბათს იღებს.

პაციენტების მიღება კლინიკაში საშაბათს და ხუთშაბათობთს 10:00 სთ დან 17:00 სთ-მდე მიმდინარეობს. შესაძლებელია წინასწარი ჩაწერა ტელ: 514 75-43-43

მისამართი ქ.ტყიბული გამსახურდიას ქ.N51