მეშახტეთა პროფკავშირების თავმჯდომარე გაგა ისაკაძე აცხადებს, რომ ტყიბულში, შახტაში მომხდარის შედეგად დაშავებულები სხეულის დამწვრობებით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე კატასტროფის ბრიგადებია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, თუმცა ამ დროისთვის, ზუსტი რიცხვი უცნობია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენელმა განუცხადა, ადგილზე უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს ინციდენტის მიზეზების მოკვლევა.
„ინციდენტი მოხდა, რის გამო მოხდა, ვარკვევთ. ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია 5-6 ადამიანი“, – განაცხადეს კომპანიაში.