პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და სოლიდარობის ცენტრის Solidarity Center მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.

აღნიშნულ სემინარზე პროფკავშირებმა და მედიამ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა-გამოცდილებები გავუზიარა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან: პროდიუსერებთან, ტელე-რადიო წამყვანებთან, ტელე და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთან ისაუბრა: ცნობიერების ამაღლების, მედიის როლის, სოლიდარობის ძალის, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა: რაისა ლიპარტელიანმა და თამარ სურმავამ სემინარის მონაწილეებთან შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, სტრატეგიულ ქეისებზე, სასამართლო პრაქტიკაზე, მიგრაციის კუთხით სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

პროფკავშირების გაერთიანების ანალიტიკოსმა გიგი ჭანტურიძემ კი სოციალური დაცვის გარანტიები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებები, არსებული რეგულაციები და ამ კუთხით, პროფკავშირების ინიციატივები მიმოიხილა.
გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა მედიის, როგორც საზოგადოებასთან შუამავალი რგოლის როლს, მშრომელთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ სემინარი მონაწილეთა სრული ჩართულობით გამოირჩეოდა. ყველა მონაწილე ერთხმად შეთანხმდა, რომ პროფკავშირების ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს პროფკავშირების მიერ მესამედ უახლოეს პერიოდში წარედგინება და გულისხმობს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის მინიმუმ 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს, ჩვენი მოქალაქეებითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, 600 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 190,000 ადამიანზე მეტს აქვს.


სემინარს 30-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო.

პროფკავშირების გაერთიანება მომავალშიც ყველა მედიასაშუალებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.