ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა პროექტის „თემზე დაფუძნებული მედია წიგნიერება“ დახურვის ღონისძიება გამართა.

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ტყიბულელი ახალგაზრდებისათვის პროექტის „მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში, მედია წიგნიერების პროექტს მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახორციელებს.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 23 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედია წიგნიერებით, ადამიანის უფლებებით, არაფორმალური განათლებით და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით. ისინი 9 თვის განმავლობაში დაესწრენ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მიერ ჩამოყალიბებული OWIS მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადებულ შეხვედრებს (ფილმების ჩვენება, განხილვა/დისკუსია) მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის PEOPLE IN NEED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.