ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით მიმდინარე პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ ფარგლებში, ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებების მონიტორინგს ახორციელებენ.
მიმდინარე კვირაში საერთო კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედა ჭყეპი, ძმუისი, ციხია და ჯვარისა გაიმართა. კრებებზე განხილული იქნა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი უმრავლესობა დადებითად გადაწყდა. ინიციატივების ნაწილს მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილს კი მუნიციპალური ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მუხლებიდან დააფინანსებს.
საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგს და მომზადებულ ანგარიშს მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას.
პროექტს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ახორციელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში.