ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით

მიმდინარე პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ ფარგლებში, ტყიბულის სოფლებში – ძმუისი, ციხია, ჯვარისა ზედუბანი, ძუყნური, ხრესილი, ზედა ჭყეპი და ონის სოფლებში – გლოლა, უწერა, ღარი, შეუბანი, ჭიორა, ღები, ნაკიეთი. ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფების წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის ძირითადი თემა იყო სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს სოფლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ინიციატივების წარდგენის საკითხები და სხვა
პროექტს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ახორციელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში.