ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით მიმდინარე პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ ფარგლებში, ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებების მონიტორინგს ახორციელებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზედუბანი, ბუეთი, ძუყნური, ზედა ჭყეპი, ჯვარისა, ძმუისი, ციხია და ონის მუნიციპალიტეტში – გლოლა, უწერა, ღარი, შეუბანი, ჭიორა, ღები, ნაკიეთი.

მიმდინარე კვირაში საერთო კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედუბანი, ბუეთი და ძუყნური გაიმართა. კრებებზე განხილული იქნა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი უმრავლესობა დადებითად გადაწყდა.

ინიციატივების ნაწილს მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილს კი მუნიციპალური ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მუხლებიდან დააფინანსებს. სხვა სოფლებში საერთო კრებები გეგმის მიხევით მომდევნო კვირაში გაიმართება.საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგს და მომზადებულ ანგარიშს მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას.

პროექტს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ახორციელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში.