სამოქალაქო მრჩეველთა და გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებისათვის
თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები გაიმართა.
შეხვედრების მონაწილეებმა ტრენერის, ირმა პავლიაშვილისაგან მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალური საბჭოების ფუნქციებისა და მნიშვნელობის, წევრთა შერჩევისა და ეფექტურობის განმაპირობებელი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ტრენინგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალური საბჭოების გამართული საქმიანობა სამოქალაქო და საჯარო სექტორების დიალოგის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ტრენინგები პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.