ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის – „ადამიანი გაჭირვებაში“, ახალი პროექტის ფარგლებში უკვე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში საკონსულტაციო შეხვედრა შედგა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართვლობასთან თანამშრომლობით მრჩეველთა საბჭოს მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება საინიციატივო ჯგუფებთან ერთად ადგილობრივ ორგანიზაციებსაც ექნებათ. მათ თავიანთი წინადადებების წარმოდგენა 23 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
საინიციატივო ჯგუფებისათვის საგრანტო კონკურსის თანხის მაქსიმალური ოდენობა 2000 ლარია, ხოლო ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის, რომელთა რიცხვში არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები, კულტურული კავშირები და ასოციაციებიც შედიან, საგრანტო თანხა 4000 ლარს აღწევს. თუმცა პროექტის განსახორციელებლად 30%-იანი თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან აუცილებელი პირობაა.
თეონა ჯანელიძე