რამდენიმე დღეა დოკუმენტური ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში: თერჯოლაში,სამტრედიაში და ტყიბულში.
ფესტივალი 24 ივნისს თერჯოლაში გაიხსნა, სადაც 24-25 ივნისს დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. 26 ივნისს ფესტივალის ფარგლებში ფილმების ჩვენება ტყიბულის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა,სადაც ნაჩვენები იქნა 2 დოკუმენტური ფილმი:
1.“შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან“ რეჯისორი ელის ელიოტი.ფილმი 2001 წელს არის გადაღებული და მისი ხანგრძლივობა 35 წუთია.ფილმში ასახულია თბილი და ოპტიმისტური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ცხოვრება,რომელსაც აქვს დიდი სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ.
2. “ელენის ყურებით“ რეჟისორი სასკია გუბელსკი.ფილმი 2011 წელს არის გადაღებული და მისი ხარგრძლივობა 18 წუთია.ფილმში ასახულია 11 წლის ელენეს ცხოვრება რომელიც სმენადაქვეითებულია,როგორც მისი მშობლები და ნათესავების უმეტესობა. ის კავშირს გარესამყაროსთან ჟესტების ენით ამყარებს.
ფილმების ჩვენებას ტყიბულში ადგილობრივი საზოგადოება დაესწრო.რომელთაც ფესტივლის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა pin ის ახალგაზრდული პროექტების მენეჯერი იმერეთში ნანა ყურაშვილი.ღონისძიებას ასევე ესწრებოდა თეონა ფურცხვანიძე PIN-ის პროექტების მენეჯერი. ფილმების პრეზენტაცია ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელებმა თენგიზ გაგოშიძემ და დიანა ტურძილაძემ გააკეთეს. შესვენებისას გაიმართა დისკუსია ნაჩვენები ფილმის შესახებ.
ფესტივალი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია pin-ის მხარდაჭერით,ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პროექტის- „გამჭირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.
ფესტივალის ფარგლებში ხვალ 27 ივნისს12 საათზე,ტყიბულის ლიტერატურულ კაფეში გაგრძელდება ფილმების ჩვენება და ნაჩვენები იქნება 2 დოკუმენტური ფილმი.
29-30 ივნისს ფესტივალი სამტრედიაში,მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება,სადაც ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები.
ღონისძიება სახელწოდებით „იმერეთის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი“ , 1 ივლისს 14 საათზე ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაიხურება.