ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასუფთავებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავთსაყრელზე გატანს, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში: საწირე, ხრესილი, ორპირი, გელათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების სამსახური აწარმოებს. ქალაქსა და სოფლებში განთავსებულია 150 ცალი ნაგვის კონტეინერი, საიდანაც ხდება სპეციალური ნაგავთმზიდი ავტომანქანებით საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავთსაყრელზე გატანა.
ნაგავთსაყრელი 1 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული და ის ქალაქიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული. ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღე წარმოებს გარდა კვირა დღისა, ხოლო სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს გააქვთ.
ქალაქის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინრეობს და მასზე, დასუფავების სამსახურში დასქმებული 42 ადამიანი ზრუნავს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები რამდენიმე ათასი ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ნაგავათსაყრელზე 3 ნაგავთმზიდი ავტომანქანა უზრუნველყოფს.
ზოგჯერ მოსახლეობის მხრიდან ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მდინარე „შაორში“ გადაყრა, რაც მდინარის დაბინძურებას იწვევს. დასუფთავების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას არ დაანაგვიანონ მდინარის კალაპოტი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსონ სპეციალურ ადგილებში განთავსებულ ნაგვის კონტეინერებში.