4 და 5 ივნისს თბილისში ნაძალადევის რაიონში მდებარე სპორტსაზოგადოება „მართვე“-ს სპორტკომპლექსში, „საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით, „საქართველოს პირველობა კუნგ-ფუ ფაიტში“ გაიმათა.
ტურნირში მონაწილეობადა საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული 18 ორთაბრძოლების კლუბის 128 სპორტსმენი, ვაჟები და გოგონები. მათ შორის იყვნენ ტყიბულის სპორტული ცენტრის 5 და „ოლეგი ფანჩულიძის N1 კნგ-ფუს სკოლის“ 7 სპორტსმენი.
ტურნირზე ტყიბულელმა სპორტსმენება წარმატებით იასპარაზეს და მოიპოვეს 6-პირველი და 3- მეორე საპრიზო ადგილი.
ჩემპიონები გახდნენ: საბა გელაძე;გიორგი ჭიჭიკოშვილი; ლუკა ბარბაქაძე; ლევან ცნობილაძე; ნიკა ბარბაქაძე; თენგიზ კობახიძე. პრიზები მოიპოვეს: ოთარ ვაჩაძემ; გიორგი ყიფიანმა და ლუკა ქაშიბაძემ.
ტყიბულის „კუნგ-ფუს სკოლის“ ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე კმაყოფილია სპორტსმენების მიღწევებით და მადლობას უხდის ტყიბულელ სპორტსმენებს ტურნირზე წარმატებით ასპარეზობისათვის. ასევე მადლობას უხდის ტყიბულის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობას ტურნირზე გამგზავრებაში გაწეული დახმარებისათვის.