პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში საარჩევნო კამპანიის აქციაზე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.
მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი რობინზონ გვენეტაძე, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. წინასაარჩევნო კამპანიის აქციაზე ამ დღეეს ტყიბულიდან კანდიდატის მხარდასაჭერად პარტიის 400-მდე აქტივისტი და მხარდამჭერი წავიდა.
ელისო ჭანტურიძე