სპრტული ცენტრის ინიციატივით პირველად ტყიბულში სპორტული შეჯიბრება -,, მხიარული სტარტები” ჩატარდა.
სკოლებს შორის მხიარული თამაშები 3 დღის მანძილზე გაგრძელდა და მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად კურსების, ორპირის და გელათის საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.
შეჯიბრება 9 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლეთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა და თითოეული შეხვედრა სამ სახეობის თამაშისგან შედგებოდა. სლალომი ბაგირის გადაძალვა და ესტაფეტა.
ფინალურ ეტაპზე კი მეოთხე თამაში ვიქტორინა, კაპიტნების კონკურსი დაემატა, სადაც ერთმანეთს კურსების და 1 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება დაგროვილი ქულების მიხედვით პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოპოვა. შესაბამისად მხიარული სტარტების პირველი გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილზე კურსების საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მეხუე საჯარო სკოლას.
,,მხიარული სტარტების” გამარჯვებულს და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს დიპლომებთან ერთად და სპორტული ინვენტარი გადაეცათ.
სპორტული შეჯიბრება ,,მხიარული სტარტები” ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმარტველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური მხარდაჭერით გაიმართა.
ელისო ჭანტურიძე