იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა “სპექტრმა” პროექტის ფარგლებში ტყიბულში დაინტერესებულ მხარეთა მორიგი შეხვედრა გამართა. “სპექტრის” წარმომადგენლებმა ამ დღეს იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელსაც ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიერ გადამუშავებული ფუჭი მასები იწვევენ ქალაქში. ჰაერის დაბინძურების საკითხებთან ერთად მდინარე ტყიბულას ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული. ასევე აქცენტი გაკეთდა იმ დამიანთა ჯანმრთელობის არასასურველ შედეგებზე, რომლებიც ამ საწარმოში არიან დასაქმებულები.
“სპექტრის” წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით ამ დღეს გადაჭრის გზებიც დასახეს და ღონისძიებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით მსგავსი სახის შეხვდრის მოწყობა ტყიბულში კვლავ დაგეგმეს.
თეონა ჯანელიძე