კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.