აბრეშუმის გზის ფორუმზე, საინვესტიციო პანელზე სპიკერის რანგში ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, ასევე სამომავლო სტრატეგიული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მათ შორის გარდაბანში ჩინელ პარტნიორებთან დაგეგმილ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
“საუბარია ფართომასშტაბიან პროექტზე, ეს არის 300 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე სადგური გარდაბანში, რომელიც თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების დაცვით აშენდება, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე განცხადებით ,,ჯი-აი-ჯი“ჯგუფი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს იტალიურ კომპანიასთან „სიემსისთან“, რომელსაც ინფრასტრუქურის სფეროში 100 წელზე მეტი გამოცდილება აქვს პარტნიორებს შორის არიან მსხვილი ამერიკული კომპანია “გლობალ ბენეფიტ ჯორჯია”, ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე კოტირებს.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა. ეკონომიკაში აღმოფხვრილია კორუფცია. ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დიდ საშუალებას აძლევს ბიზნესპარტნიორებს, რომ ბიზნესი გაფართოვდეს“, – განაცხადა ზურაბ გელენიძემ. სესიის შემდეგ პანელის მონაწილეები „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“, ფარგლებში, გამართულ ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ.
29 ნოემბერს “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანია CPower-ს და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric Corporation შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულება გაფორმდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ჩინური მხრიდან კორპორაცია Dongfang Electric Corporation ვიცე პრეზიდენტი ლან ზეჰაიმ, ხოლო ქართული მხრიდან პროექტის განმახორციელებელი კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი შპს Cpower‐ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ მოაწერეს.
კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მლნ. აშშ დოლარს უდრის. ჩატარებულია წინა სამშენებლო სამოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ. იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.
www.interpressnews.ge