უახლოეს პერიოდში ჩვენს ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის დღის ცენტრი გაკეთება იგეგმება, რომლის მიზანია მოახდინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებების რესოციალიზაცია და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა გამართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხადაჭერის საზოგადოების წარმომადგენლებმა და ასევე საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის და ტყიბულის დღის ცენტრის დამფუძნებლებმა.
ბავშვთა მხარდაჭერის საზოგადოების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვედრაზე თავიანთი პროექტი და მასთან დაკავშირებული მომავალი გეგმები გააცვნეს და პროექტის განსახორციელებლად ქალაქის მიერ მათთვის გამოყოფი შენობის სარიაბილიტაციო საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.
ჯანდაცვის პროგრამა გათვალისწინებულია როგორც 18 წლამდე ისე 18 წლის ზემოთ მყოფი ბენეფიციარებისთვის.
ელისო ჭანტურიძე