სესში ამბობენ, რომ თხილის კულტურისგან განსხვავებით, სიმინდს ძირითადი პრობლემა აზიურმა ფაროსანამ შეუქმნა,
თუმცა ეს იქ, სადაც ფერმერებმა შეწამვლითი ღონისძიებები არ ჩაატარეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დიდ მასივებში, სადაც შეწამვლითი ღონისძიებები სააგენტოს ტექნიკით გამოყენებით ჩატარდა, ფერმერებმა მოსავალი დანაკარგის გარეშე აიღეს. ნიკა მესხის თქმით, ანალოგიურად მაღალი იყო მოსავალი მოსახლეობისთვის, რომლებმაც საკუთარ ნაკვეთებში სიმინდის კულტურის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები ჩაატარეს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.