ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ტყიბულის სააარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია,

რომლის მიხედვით ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ჩერქეზიშვილმა ხმათა უბმრავლესობა მიიღო და არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატო კენჭოშვილმა „ოკრიბანიუს“ განუცხადა რომ ამდროისთვვის საარჩევნო ოლქში ყველა უბნის მონაცემები დათვლილია, რომლის მიხედვით შედეგები ასეთია:

„მესამე ძალა სტრატეგია – აღმაშენებლის“ კანდიდატმა გიორგი ფორჩხიძემ ხმების 2,86% მიიღო

“ერთიანი ნაციონალური მოძარობის“ კანდიდატმა ბესიკ ზოსიაშვილმა 37,37%

“გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატმა სანდრო სახვაძემ 5,63%

“თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატმა გელა ჩივაძემ 0,71%

“ქართული ოცნება” – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ჩერქეზიშვილმა 53,43% მიიღო.

შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური არგაიმართება, რადგანაც პირველივე ტურში გამოვლინდნენ გამარჯვებული მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, აცხადებს ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.