განმეორებითმა კენჭისყრამ ტყიბულის #57-ე ოლქის მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორივე უბანი საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურაც წესების სრული დაცვით ჩატარდა.Continue Reading

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ტყიბულში # მე-2 და მე-5 საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს. ორივე უბანი კანონით გათვალისწინებულ დროს დილის 7 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო.Continue Reading

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქში ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.Continue Reading

2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩვნებმა ტყიბულის 57- ე საარჩევნო ოლქში სერიოზული ექსესების გარეშე ჩაიარა და ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. სარჩევნო სიებში სულ დარეგისტრირებული იყო 23 184 მოქალაქე, აქედან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო 11 852 ამომრჩეველმა, თუმცა წარმოდგენილი პარტიებიდან გამგებლობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ანი ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად ტყიბულში არჩევნებისContinue Reading

ტყიბულის ოლქში ოცდაჩვიდმეტივე საარჩევნო უბანი საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. ხმების დათვლის პროცედურა თითქმის ყველა უბანზე ხმაურის გარეშე და წესების სრული დაცვით ჩატარდა.Continue Reading

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ დღეს საკუთარი არჩევანი მშობლიურ სოფელში დააფიქსირა. თვითმმართველობის არჩევნებზე მან ხმა სასურველ კანდიდატებს მუხურის მე-11 საარჩევნო უბანზე მისცა.Continue Reading

იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი ტყიბულში იმყოფებოდა. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქში ის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, სადაც სარეაბილტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.Continue Reading

დღეს კოალიცია ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატების წარდგენა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა, სადაც ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ ჭიქაბერიძე სოფელ მუხურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სლავა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.Continue Reading

კოალიცია ,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტყიბულში იმყოფებოდა.Continue Reading

მცირე ინციდენტის ფონზე დაიწყო 2 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შეხვედრა ტყიბულში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები მუნიციპალიტეტის თეატრის წინ ცოცხებით დახვდნენ და მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.Continue Reading

15 ივნის მთელი ქვეყანის მასშტაბით თვითმართველობის არჩევნები გაიმართება. არჩევნებზე თვითმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები მერებს, გამგებლებს და საკრებულოში შემავალ მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს.Continue Reading

კოალიცია ,,ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი რობიზონ გვენეტაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო.Continue Reading

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე წინასაარჩევნო კამპანიიის ფარგლებში მინდელის სახელობის შახტის მეშახტეებს შეხვდა.Continue Reading

16 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ მოსახლეობას კოალიცია “ქართული ოცნების” ტყიბულის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრა ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში შედგა, რომელსაც 500-მდე მხარდამჭერი დაესწრო.Continue Reading

იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რაიონებში შეხვედრებს ისევ აგრძელებს. 15 მაისს გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით ტყიბულში იმყოფებოდა, სადაც მან მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დათვალიერა.Continue Reading

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 მაისს ქუთაისში საარჩევნო კამპანიის აქციაზე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების გამგებლების კანდიდატები წარადგინა.Continue Reading

14 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები, არასამეწარმეო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოთა რწმუნებულები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე უძღვებოდა.Continue Reading

საქართველოს რეიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას კვლავ აგრძელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მორიგი სოფლის კრება სოფელ მუხურაში გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.Continue Reading

დღეს ტყიბულში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”-ს რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა დელეგატებმა ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.Continue Reading

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინსტრომ დღეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 26 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის ყველა სოფელში, სოფლის კრებები ჩატარდება.Continue Reading

21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე პირველი წლიური ანგარიშით წარსდგა. პარლამენტში პრეზიდენტის დაახლოებით 45 წუთიანი გამოსვლა  უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო და მან უკრაინაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა.Continue Reading