ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნიდერლანდელი მიხაელ კორელი სუფთა გდებით დაამარცხა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა. თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა.Continue Reading