აღდგომა იესო ქრისტესი
20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ქრისტეს აღდგომასთან ერთად აღდგა ჩვენი რწმენა და სასოება მაცხოვრისადმი.Continue Reading
20 აპრილს ქრისტიანულმა სამყარომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ქრისტეს აღდგომასთან ერთად აღდგა ჩვენი რწმენა და სასოება მაცხოვრისადმი.Continue Reading
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებას რამდენიმე დღე გვაცილებს. სადღესასწაულო განწყობა საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის ტყიბულშიც მძაფრად შეიგრძნობა.Continue Reading
14 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები, არასამეწარმეო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოთა რწმუნებულები ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე უძღვებოდა.Continue Reading
13 აპრილს სრულიად მართლმადიდებლურმა სამყარომ ბზობის დღესასწაული იზეიმა. სახარების თანახმად, იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი პალმის რტოებს უფენდა გზაზე. სამხრეთის ქვეყნებში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე გამოიყენება პალმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეცვალეს. თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება – ბზობა – ამ მცენარის სახელწოდებიდან მომდინარეობს.Continue Reading
>28 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ქალაქ ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჭადრაკში, იმერეთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ტყიბულიელმა მოჭადრაკეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს.Continue Reading
10 აპრილს ტყიბულში საბავშვო თეატრალური ფესტივალის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. თეატრალური კვირეული სახელწოდებით ,,ბავშვი და თეატრი” მოსწვლე – ახალგაზრდობის სასახლეში ოთხი დღის მანძილზე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.Continue Reading
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 4 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გმოსვლები 9 აპრილს სასტიკი დრბევით დასრულდა.Continue Reading
8 აპრილს ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის მესამე საფეხურის კურსდამთავრებულებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.Continue Reading
,,ისევ აპრილის ცხრა” ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც 8 აპრილს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა და ის 1989 წლის 9 არპილს სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.Continue Reading
7 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ ხარების დღესასწაული იზეიმა. ეკლესიური მოძღვრების თანახმად ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.Continue Reading
ინტელექტუალური თამაში “რა, სად, როდის?” გაიმართა 4 აპრილს ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. მასში მონაწილეობა ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს. თამაში ქალაქის სკოლებისათვის ნოემბრის თვეში უკვე ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.Continue Reading
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით _ “იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღებაში!”.Continue Reading
დღეს ტყიბულში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უბედური შემთხვევა სავარაუდოდ 14 საათზე ახალსოფლის წყალსაცავთან მოხდა, სადაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილი წყალში გადავარდა.Continue Reading
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე, მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის რაიონული კონკურსი გაიმართა. იუმორისტულ საღამოში მონაწილეობა ქალაქისა და სოფლის სკოლების ცხრა გუნდმა მიიღო.Continue Reading
18 მარტს ტყიბულში “იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათთან ერთად ამ დღეს “ტყიბულის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის” მონიტორინგი და რეალიზაციის შესაძლებლობების შეფასება მოხდა.Continue Reading
“ევრაზიის თასის პირველობაზე კუნგ-ფუ სანდაში”, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება ტყიბულელმა სანდისტებმა წარმატებით იასპარეზეს – 4 ოქრო, 7 – ვერცხლი და 5 – ბრინჯაო.Continue Reading
გამოფენა სიმბოლური სახელწოდებით “ჩვენი ქალაქი” დამთვალიერებელმა ტრადიციულად ტყიბულის სამხატვრო სკოლაში იხილა.Continue Reading
სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ტყიბულის საჭარდაკო სკოლაში რაიონული სასკოლო გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრებამ სტარტი 5 მარტს აიღო და მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებდნენ. თითოეული სკოლის გუნდი სამი ვაჟითა და ერთი გოგონათი იქნა დაკომპლექტებული.Continue Reading
საქართველოს რეიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას კვლავ აგრძელებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მორიგი სოფლის კრება სოფელ მუხურაში გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.Continue Reading
დღეს ტყიბულში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო”-ს რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულმა დელეგატებმა ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.Continue Reading
იმერეთის მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ტყიბულში იმყოფებოდა. მან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო შეხედრა ქალაქის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან და სხადასხვა სფეროს წარმომადგნლებთან გამართა.Continue Reading
იმერეთის ჩემპიონატზე ჭადრაკში, რომელიც ყოველწლიურად იმართება პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ცქიფურიშვილმა მეორე საპრიზო ადგილი აიღო.Continue Reading
Privacy Policy Designed using Unos. Powered by WordPress.