დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია “უსული” ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სხვა აქსესუარების გამოყენებული ნაჭრებისგან დამზადებაა.
(more…)
Blog
-

ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია
-

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა: ქალთა გაძლიერება საქართველოს შორეულ სოფლებში
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, (more…)
-

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში
საკუთარი ბიზნესის დაწყება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა ჩემი იდეა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა? (more…)
-

ტყიბულის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცა. (more…)
-

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტყიბულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით მიმდინარე პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ ფარგლებში, ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებების მონიტორინგს ახორციელებენ.
მიმდინარე კვირაში საერთო კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედა ჭყეპი, ძმუისი, ციხია და ჯვარისა გაიმართა. კრებებზე განხილული იქნა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი უმრავლესობა დადებითად გადაწყდა. ინიციატივების ნაწილს მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილს კი მუნიციპალური ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მუხლებიდან დააფინანსებს.

საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგს და მომზადებულ ანგარიშს მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას.
პროექტს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ახორციელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში. -

სტიქია ტყიბულის მუნიციპალიტეტში
სტიქიის გამო ტყიბულის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გზები.
ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარების გამო დაზიანდა სოფლების ჯვარისისა და ხორჩანას შიდა სასოფლო გზები და აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ასევე, ელექტრო გადამცემი ხაზები, სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია ამ დრომდე ვერ მიეწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტში სტიქიური მდგომარეობის გამო ტყიბულის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს დღეს ადგილზე გაეცნო და დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, რომელიც ხვალ დილიდან ისევ განახლდება. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.
მუნიციპალიტეტში ამდროისთვის ისევ გადაუღებლად წვიმს და ქარია.

-

ტყიბულის და ონის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებებში სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებების მონიტორინგი ხორციელდება
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით მიმდინარე პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ ფარგლებში, ონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სამიზნე სოფლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთო კრებების მონიტორინგს ახორციელებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზედუბანი, ბუეთი, ძუყნური, ზედა ჭყეპი, ჯვარისა, ძმუისი, ციხია და ონის მუნიციპალიტეტში – გლოლა, უწერა, ღარი, შეუბანი, ჭიორა, ღები, ნაკიეთი.
მიმდინარე კვირაში საერთო კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედუბანი, ბუეთი და ძუყნური გაიმართა. კრებებზე განხილული იქნა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი უმრავლესობა დადებითად გადაწყდა.

ინიციატივების ნაწილს მუნიციპალიტეტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილს კი მუნიციპალური ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მუხლებიდან დააფინანსებს. სხვა სოფლებში საერთო კრებები გეგმის მიხევით მომდევნო კვირაში გაიმართება.საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგს და მომზადებულ ანგარიშს მოგვიანებით წარუდგენენ საზოგადოებას.

პროექტს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა ახორციელებს USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში.
-

საინიციატივო ჯგუფების წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდისა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის კოორდინირებით (more…)
-

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინიციატივის განმახორციელებელ გუნდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეამ USAID-ის ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ფარგლებში პროექტის „ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების გაძლიერება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით“ განხორციელება დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინიციატივის განმახორციელებელ გუნდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაუჭერენ მხარს ტყიბულისა და ონის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელებას – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
-

მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან პარტნიორობით დაიწყო პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ განხორციელება.
პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს, ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიებს (ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა და აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებმა მოაწერეს.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, საკრებულოს, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები, საკრებულოს გენდერული საბჭოს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრები.

პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.
-

თემზე დაფუძნებული მედია წიგნიერება
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა პროექტის „თემზე დაფუძნებული მედია წიგნიერება“ დახურვის ღონისძიება გამართა.
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ტყიბულელი ახალგაზრდებისათვის პროექტის „მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში, მედია წიგნიერების პროექტს მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 23 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედია წიგნიერებით, ადამიანის უფლებებით, არაფორმალური განათლებით და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით. ისინი 9 თვის განმავლობაში დაესწრენ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მიერ ჩამოყალიბებული OWIS მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადებულ შეხვედრებს (ფილმების ჩვენება, განხილვა/დისკუსია) მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის PEOPLE IN NEED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
-

ტყიბულში სოლომონ მეორის ძეგლი გაიხსნა
საქართველოში პირველად იმერეთის დიდი მეფის სოლომონ I-ის ძეგლი 14 დეკემბერს, ხრესილის გმირობიდან 266 წლისთავზე ტყიბულში გაიხსნა. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ტყიბულში სოლომონ პირველის მოედანზე გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება მსვლელობით დაიწყო, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოლომონ პირველის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელმაც ძეგლის დადგმის საქმეში გამოვლენილი მაღალი შემოქმედებითი უნარებისა და პროფესიონალიზმისათვის მხატვარ – მოქანდაკე, სოლომონ I-ის ძეგლის ავტორი გიორგი კიკვაძე დააჯილდოვა.

ხრესილების სახალხო დღესასწაულის დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, დაჯილდოვდნენ ხრესილის საჯარო სკოლის პედაგოგები: ნარგიზა ლომთაძე და ელენე ზარნაძე.
სოლომონ პირველის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ტყიბული-თერჯოლის ეპარქიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
-

ტყიბულის განვითარების ფონდი მედია წიგნიერების პროექტს ანხორციელებს
ტყიბულში ადგილობრივია არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მიერ მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ელს ვან დრიელის დოკუმენტური ფილმის, „გაბრიელი“ ჩვენება/განხილვა და მოწვეულ სტუმართან, მედია წიგნიერების ექსპერტთან, თემურ ჯვარშეიშვილთან შეხვედრა გაიმართა!
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ტყიბულელი ახალგაზრდებისათვის პროექტის „მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში, მედია წიგნიერების პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 23 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედია წიგნიერებით, ადამიანის უფლებებით, არაფორმალური განათლებით და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით. ისინი 9 თვის განმავლობაში დაესწრნენ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მიერ ჩამოყალიბებული OWIS მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადებულ შეხვედრებს (ფილმების ჩვენება, განხილვას/დისკუსიას) მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის PEOPLE IN NEED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
-

პროფკავშირების ინიციატივა მინიმალური ხელფასის შესახებ საქართველოს პარლამენტს მესამედ წარედგინება
პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და სოლიდარობის ცენტრის Solidarity Center მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.
აღნიშნულ სემინარზე პროფკავშირებმა და მედიამ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა-გამოცდილებები გავუზიარა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან: პროდიუსერებთან, ტელე-რადიო წამყვანებთან, ტელე და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებთან ისაუბრა: ცნობიერების ამაღლების, მედიის როლის, სოლიდარობის ძალის, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.
გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა: რაისა ლიპარტელიანმა და თამარ სურმავამ სემინარის მონაწილეებთან შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, სტრატეგიულ ქეისებზე, სასამართლო პრაქტიკაზე, მიგრაციის კუთხით სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
პროფკავშირების გაერთიანების ანალიტიკოსმა გიგი ჭანტურიძემ კი სოციალური დაცვის გარანტიები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებები, არსებული რეგულაციები და ამ კუთხით, პროფკავშირების ინიციატივები მიმოიხილა.
გაიმართა დისკუსია და ხაზი გაესვა მედიის, როგორც საზოგადოებასთან შუამავალი რგოლის როლს, მშრომელთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების ნაწილში.აღსანიშნავია, რომ სემინარი მონაწილეთა სრული ჩართულობით გამოირჩეოდა. ყველა მონაწილე ერთხმად შეთანხმდა, რომ პროფკავშირების ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტს პროფკავშირების მიერ მესამედ უახლოეს პერიოდში წარედგინება და გულისხმობს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის მინიმუმ 40%-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს, ჩვენი მოქალაქეებითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, 600 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 190,000 ადამიანზე მეტს აქვს.

სემინარს 30-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო.პროფკავშირების გაერთიანება მომავალშიც ყველა მედიასაშუალებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.
-

„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საინფორმაციო კვირეული ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შედეგებზე
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
ამ მიზნის მისაღწევად, 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქვეყნის სამი რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ევროკლუბებს ეწვევა. კერძოდ, ისინი 26 სექტემბერს იმერეთში ქუთაისს მოინახულებენ, 27 სექტემბერს სამეგრელოში ზუგდიდს ეწვევიან, ხოლო 28 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბათუმსა და ქედაში ჩავლენ. შეხვედრები ორიენტირებულია 16-დან 26 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან, სურთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად არიან სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.

26 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ და N26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, ასევე ესტუმრნენ ქუთაისის ევროკლუბს, რომელიც ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დასავლეთ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებში მიმეღო მონაწილეობა,“ – ამბობს ება ფაგერლუნდი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შვედეთიდან. „ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დადებითად აისახება სოფლად და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ახლა უკვე ხელი მიუწვდებათ უნარების განვითარებისა და მეწარმეობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე. მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი რეგიონებში და სოფლად მცხოვრები, ამ დინამიური ინიციატივის ნაწილი გახდება“.

ღონისძიებების კვირეულის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიმდინარე კონკურსის შესახებ, რათა სოფლად მცხოვრები მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინიციატივით, შეუერთდეს არსებულ ქსელს და გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 ოქტომბერია.
საბა ჩიტორელიძე, 21 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქუთაისიდან, აღნიშნავს: „რეგიონებში შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, უფრო მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ადგილობრივ თემებთან. ახალგაზრდების ენთუზიაზმი, რომელიც შეხვედრებზე იგრძნობოდა, ძალიან სასიხარულოა. ვამაყობ, რომ ევროპელი კოლეგების დახმარებით, მოვახერხეთ ქუთაისიდან ამდენი ახალგაზრდის ჩართვა ინიციატივაში.“

27 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ზუგდიდის N4-ე საჯარო სკოლას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და ზუგდიდის ევროკლუბს ეწვევიან, სადაც ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდებიან. ზუგდიდის ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და ასოციაცია „ათინათი“-ის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.
28 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქედის ევროკლუბს ეწვევიან, რომელიც ოფიციალურად 2023 წლის ივნისში, ქედის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით გაიხსნა და მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებს შეუერთდებიან. აქტივობის დროს მოსწავლეები დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევრებს ევროკავშირისა და საქართველოს სიმბოლიკით, გაეცნობიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშების შექმნის ისტორიას და მიიღებენ ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობებს და ინფორმაციულ შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ შესაძლებლობებს გააცნობენ, რომლებიც მათ უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრების დროს, ისინი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასევე წარმოაჩენენ, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უნარების განვითარებასა და მეწარმეობას საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას და მიზნებს და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე. ნიცა ამბრიაშვილი, 20 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი გორიდან, შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს და ასე ეხმიანება: „იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ნიშნავს, გქონდეს კომუნიკაცია ბევრ სხვადასხვა ადამიანთან და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მქონდეს ურთიერთობა აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებთან. ეს ურთიერთობა ყოველ ჯერზე ადასტურებს ქართველი ახალგაზრდების უსაზღვრო პოტენციალს და მიზანდასახულობას, რაც მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, გავაგრძელო ჩემი საქმე ინიციატივაში და მოუთმენლად ველი ახალი წევრების შემომატებას.“

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ქსელის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის რეალური შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, გაზარდოს სამოქალაქო აქტივიზმი და წაახალისოს თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას მერე ქსელში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.ახალგაზრდა ევროპელი ელჩები | ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან
მასალა მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.
-

„ყოველთვის მსურდა სწავლის გაგრძელება“: მიიღე განათლება ევროკავშირში და გამოიყენე ცოდნა ქვეყნის საკეთილდღეოდ
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
ოლექსანდრა ერთ-ერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ 40 სტუდენტიდან, ვინც EU4Youth პროგრამის სასტიპენდიო შესაძლებლობით ისარგებლა.
„შესაძლებლობა, რომელსაც ნატოლინის ევროპის კოლეჯში სწავლის მსურველებს ვთავაზობთ, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოსულ სტუდენტებს ვაჩვევთ არასტანდარტულ აზროვნებას, რომელიც არ არის შეზღუდული ამა თუ იმ დისციპლინით და მიკერძოებული წარმოდგენებით. ჩვენ, ამავე დროს, ვუბიძგებთ მათ, ევროკავშირისა და მსოფლიო პოლიტიკას ფართო პერსპექტივიდან შეხედონ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.

კოლეჯის სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდებას ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში იღებენ. ისინი კონცენტრირდებიან ევროკავშირის შიდა და გარე პოლიტიკაზე და ისეთ კონკრეტულ თემატურ სფეროებზე, როგორიცაა მიგრაცია, ციფრული და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ შეუძლიათ, კოლეჯში მიღებული განათლება მშობლიური ქვეყნების განვითარებას მოახმარონ. ამის მიზეზი ისაა, რომ სტუდენტები სიღრმისეულად ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოების საკითხები და მისი თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებთან.
„პროგრამაზე განაცხადის შეტანა იმ ადამიანების რჩევით გადავწყვიტე, რომელთაც დიდ პატივს ვცემ. მინდოდა, ცოდნა გამეღრმავებინა და ამეთვისებინა ის ახალი უნარები, რომელთა დახმარებითაც მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ ჩემი ახალგაზრდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრირების პროცესს შევუწყობდი ხელს. არასტაბილური საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, მოლდოვის ევროინტეგრაცია დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, — ამბობს მოლდოველი იანინა ჟაპალაუ, რომელიც ექვსი წელი რუმინეთში ცხოვრობდა და ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხიც იქ მიიღო.

რითაა უნიკალური ეს სასწავლო პროგრამა
სასწავლო პროგრამა 10-თვიანი დიპლომისშემდგომი კურსია ინტერდისციპლინარულ ევროპეისტიკაში. მასში ჩართვა უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრის ხარისხი. კურსის მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს ადამიანები, რომლებსაც განათლება შემდეგ სფეროებში აქვთ მიღებული: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, ლინგვისტიკა, ისტორია, ჟურნალისტიკა და, ასევე, STEM მიმართულებები — მათ შორის მედიცინა და ბიოლოგია. ძირითადი მოთხოვნაა დაინტერესება ევროპეისტიკით, ევროკავშირის ფუნქციონირებით და ევროინტეგრაციის ისტორიითა თუ მექანიზმებით.
რაც შეეხება პროგრამის სტრუქტურას, პირველი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები იღებენ ფუნდამენტურ ცოდნას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. მეორე სემესტრში, ცოდნის გასაღრმავებლად, სტუდენტები ირჩევენ ერთ მიმართულებას შეთავაზებული შემდეგი ოთხი სპეციალიზაციიდან: ევროკავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკა; ევროკავშირი და მსოფლიო; ევროკავშირი და მისი კომპლექსური სამეზობლოები; ევროპული ისტორია და ცივილიზაცია.
„ევროპის კოლეჯი ცნობილია მისი ეგრეთ წოდებული flying faculty-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლეჯში სწავლების მიზნით მთელი ევროპიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები. პროგრამა მოიცავს ორ სასწავლო ვიზიტს ევროკავშირსა და მის სამეზობლოებში. აქ სტუდენტები 30-მდე ქვეყნიდან იყრიან თავს, ამიტომ კამპუსში სხვადასხვა კულტურასთან გასაცნობად ეროვნული დღეები ეწყობა ხოლმე. ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან შედარებით, აქაური აკადემიური პროგრამა იმითაა უნიკალური, რომ კოლეჯში დანერგილია ინტერდისციპლინური მიდგომა და გეძლევა შესაძლებლობა, ისწავლო დარგის ექსპერტებისგან“, — აღნიშნავს კოლეჯის კურსდამთავრებული საქართველოდან, ცისანა ნემსიწვერიძე.

შეფასების სისტემა მოიცავს წელიწადში ორ საგამოცდო სესიას, რომელთაგან თითოეული ხუთი-შვიდი გამოცდისგან შედგება. ნიშნების დაწერისას 20-ქულიანი ფრანკოფონიური (ბელგიური/ფრანგული) სისტემა გამოიყენება. გარდა ამისა, სტუდენტები ცისანას მიერ ნახსენები სასწავლო ვიზიტებითაც აგროვებენ ECTS-ის კრედიტებს.
„საგამოცდო ფორმატი ჩემთვის სრული სიახლე იყო. ადრე არასდროს მქონია გამოცდები ‘ღია წიგნის’ მეთოდით ან საშინაო დავალების სახით. ჩემთვის ეს საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა უპირატესობას მაინც ზეპირ ან ‘დახურული წიგნის’ მეთოდით ჩასაბარებელ გამოცდებს ვანიჭებ“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან.
კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა დაწეროს სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც მოცულობით საბაკალავრო თეზისს უტოლდება და დაახლოებით 12,000-იდან 18,000-მდე სიტყვას მოიცავს.
„მნიშვნელოვანი შენიშვნა თეზისთან დაკავშირებით: აირჩიეთ თემა, რომლის შესახებ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა, რადგან ეს ახალი თემის კვლევისთვის საჭირო დროს დაგაზოგვინებთ. ამასთან, ეცადეთ მასზე მუშაობა ადრე დაიწყოთ, მეორე სემესტრს ნუ დაელოდებით“, — გირჩევთ ოლექსანდრა.
სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მუდმივი კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიასთან და უნივერსიტეტების აკადემიურ წრეებთან. „გარდა ამისა, ჩვენ სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმაც ვთავაზობთ აქტივობებს — მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურების ვიზიტებს. წელს ჩვენი სტუდენტების ინიციატივით გვქონდა პირდაპირი ვიდეოჩართვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც მათ შეკითხვებს გასცა პასუხი. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა. ამასთანავე, კამპუსში გვეწვია მონტენეგროს პრეზიდენტი, აკადემიური წელი კი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გახსნა“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.
როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ პროგრამა
2024/25 აკადემიური წლისათვის ონლაინგანაცხადების მიღება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ან ოთხწლიანი ბაკალავრიატის ხარისხი. კოლეჯში ჩასარიცხად მათ ონლაინგანაცხადი უნდა შეიტანონ. დეტალური ინსტრუქციების ნახვა აქაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება: სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული; კანდიდატებმა ერთი სამუშაო ენა, სულ მცირე, B2 დონეზე უნდა იცოდნენ, ხოლო მეორე სამუშაო ენა — სულ მცირე, B1 დონეზე.
ქვეყნებისთვის კვოტები არ არის გათვალისწინებული. ორგანიზატორების თანახმად, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ კულტურული მრავალფეროვნება. კოლეჯში მიღების მინიმალური ასაკი 21 წელია. „ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ განაცხადის შეტანა თქვენი საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელსაც შეგიძლიათ. მაგალითად, წელს განაცხადების მიღების დაწყებას ოქტომბერში ვაპირებთ და ეს პროცესი მომავალი აკადემიური წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სტუდენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო განათლების ბოლო წელს 2023 წლის შემოდგომაზე იწყებენ, განაცხადის შეტანა 2024/25 აკადემიური წლისათვის უკვე დამდეგ ოქტომბერს შეუძლიათ“, — განმარტავს ნატოლინის ევროპის კოლეჯის საკომუნიკაციო და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი, იაკუბ კუბიცა.
რაც შეეხება კანდიდატების ზედა ასაკობრივ ზღვარს, EU4Youth პროგრამა 35 წლამდე ახალგაზრდებზეა გათვლილი. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სასტიპენდიო სქემა, რომელსაც ევროპის კოლეჯი კანდიდატებს სთავაზობს. ევროპის კოლეჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტების სხვადასხვა სახის სტიპენდიებს სთავაზობს.
გამოწვევებით სავსე ჩვენს დროში ახალგაზრდები სასწავლო პროგრამის არჩევისას მის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებსა თუ უპირატესობებსაც აქცევენ ყურადღებას. ამის გათვალისწინებით, ევროპის კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერის მძლავრ ქსელს, რომელიც 18,000-მდე კურსდამთავრებულს აერთიანებს.
„ჩვენი შიდა სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 90% პირველ ანაზღაურებად სტაჟირებას ან პირველ ანაზღაურებად სამუშაოს კოლეჯის დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში პოულობს. რასაკვირველია, კოლეჯში სწავლის პერიოდში სტუდენტებს შეუძლიათ, კონსულტაციები გაიარონ კარიერის მართვის სპეციალისტებთან და დაესწრონ პროფესიულ ტრენინგებს, ამასთან, თავად ჩვენც ვამყარებთ კონტაქტებს კომპანიებსა და ორგანიზაციებთან“, — ამბობს იაკუბ კუბიცა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ პოზიციაზე განაცხადის შეტანისას კურსდამთავრებულებს იშვიათად უხდებათ იმის განმარტება, თუ რა არის ევროპის კოლეჯი. „შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის კოლეჯი ამ სფეროში ცნობილი ბრენდია“, — დასძენს კუბიცა.
ნატოლინის კოლეჯში, მისი არსებობის 30 წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 340-მდე სტუდენტს აქვს მიღებული განათლება. ბოლო სამი აკადემიური წლის განმავლობაში კი სტუდენტებს დამატებითი სასტიპენდიო სქემით სარგებლობა პროგრამის, „EU4Youth: ახალგაზრდების დასაქმება და მეწარმეობა, III ფაზა“, ფარგლებში შეუძლიათ. ევროკავშირისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანადაფინანსებულ ამ პროგრამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მოქმედი ლიეტუვის პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო (CPMA) ახორციელებს. სწავლის საფასურის გარდა, სტიპენდია მთლიანად ფარავს საცხოვრებლის და კვების ხარჯებს.

„არ შეგეშინდეს განაცხადის შეტანის!“
ჩვენ წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ რჩევები განაცხადების შეტანის პროცესის შესახებ. აი, რა გვიპასუხეს მათ:
„როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ, აღმოაჩენ, რომ შენ გარშემო არიან საოცრად ნათელი გონების მქონე ადამიანები: სტუდენტები, პროფესორები და მაღალი დონის პროფესიონალები. ისინი საკუთარი აზრების გაზიარების და იმ საკითხების განხილვის შესაძლებლობას მოგცემენ, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ გზით მოქმედებისთვის აუცილებელ გამბედაობას შეგმატებენ. ეს ადამიანები და საგანმანათლებლო პროცესი აზრის სიცხადეს შეგძენს, მაგრამ, იმავდროულად, ისწავლი, როგორ დასვა კითხვები და როგორ შეხედო ყველაფერს კრიტიკული თვალით“.
იანინა ჟაპალაუ (მოლდოვა). მას აქვს ორი ბაკალავრის ხარისხი (ერთი ევროპეისტიკაში) და მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ნატოლინის კოლეჯში სწავლამდე მან Erasmus+ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
„არ შეგეშინდეს, ფრანგული ენის (ან რომელიმე სხვა საგნის) არასაკმარისმა ცოდნამ არ დაგაბრკოლოს განაცხადის შეტანისას. იყავი ცნობისმოყვარე, გამოიყენე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ისწავლე უცხო ენები“.

ოლექსანდრა ლისა (უკრაინა). მან თავისი წინა ხარისხი 2012 წელს მიიღო, განაცხადის შეტანამდე კი ვინიცაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მუშაობდა.„თუ პროგრამაში ჩართვას აპირებ, ჩემი რჩევა იქნება, ძალიან ბევრი ისწავლო. მაგრამ არ დაგავიწყდეს საგანმანათლებლო პროცესის სოციალური ცხოვრებით დაბალანსება. ნატოლინის კოლეჯში მიღებული გამოცდილება უნიკალურია, აქ დაწყებული მეგობრობა კი — სამუდამო“.
ცისანა ნემსიწვერიძე (საქართველო). 2019 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტში მუშაობდა.ავტორი: ოლგა კონსევიჩი
ფოტოები: The College of Europe in Natolin
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.
-

“საქართველოში ისეთი შეგრძნება გვქონდა, როგორც სახლში” — უკრაინელი აქტივისტის ახალი ცხოვრება ბათუმში
ოლენა ვინსენტი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სიმფეროპოლში დაიბადა. რამდენიმე წელში საცხოვრებლად ხერსონის მოსაზღვრედ, ყირიმის ერთ-ერთ ქალაქ კრასნოპერეკოპსში გადავიდა. 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მისი სახლი ანექსიის შედეგად რუსეთის მხარეს აღმოჩნდა, ლვოვში მოუწია გადასვლა და 5 წელი იქ იცხოვრა. შემდეგ იყო კრამატორსკი დაბოლოს, ხერსონი. 2022 წელს, როცა რუსეთმა მორიგი ომი დაიწყო, ხერსონში იყო და კიდევ ერთხელ შეეჩეხა საკუთარი მიწისა და სახლის ოკუპაციას. ოლენა აქტივისტი და უფლებადამცველია, რაც ოკუპანტების სამიზნედ აქცევდა. ისევ წამოსვლა მოუწია.
“2014-მდე აქტივისტი არ ვიყავი. ხელოვანი ვარ და სუვენირებზე ვხატავდი. ოკუპაციის შემდეგ დავიწყე აქტივიზმი. ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის ახლობელი იყო და საკუთარი ადგილი ვიპოვე ადამიანის უფლებების დაცვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაში”, — გვეუბნება ოლენა, როცა ომამდე მის ცხოვრებაზე ვეკითხებით.
ის არასამთავრობო ორგანიზაცია Promin Zmin-ის და Between Us-ის თანადამფუძნებელი და Fight for Rights-ის წევრია. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლგბტ უფლებებზე, შშმ პირთა საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე.

დამატებითი კითხვების მიუხედავად, ამ თემაზე ბევრს არ საუბრობს. რუსული ოკუპაციის გამო ქალაქიდან ქალაქში გადასვლაზეც მოკლედ გვიყვება და ეტყობა, რომ ცდილობს ემოციები შეიკავოს.
“უბრალოდ, შეუძლებელი გახდა ცხოვრება, სამოქალაქო საქმიანობის გაგრძელება და წამოვედი”, — ასე ხსნის ყირიმიდან წამოსვლის მიზეზს და სიტყვა უწყდება.
გაქცევა გადარჩენისთვის
მცირე შესვენების შემდეგ საუბარს ისევ მძიმე თემით, თებერვლის სრულმასშტაბიანი ომით ვაგრძელებთ. ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს ხერსონში, საავადმყოფოში იწვა, რომლის მიმდებარედ რუსებმა ბლოკპოსტები დააყენეს და ქალაქის სხვა ნაწილებში გადაადგილება შეზღუდეს. საავადმყოფოს დატოვება 12 მარტამდე ვერ შეძლო.
ამ დროს ხერსონში მასშტაბური ანტიოკუპაციური აქციები იმართებოდა, რომელსაც ოლენაც ესწრებოდა. ვკითხეთ, როგორ გეგმავდნენ, ეშინოდათ თუ არა.
“ხერსონში აქციების ორგანიზება ავტომატურად ხდებოდა. ხალხს დიდად არ ეშინოდა, რადგან… უბრალოდ, უკრაინელებს ასეთი ხასიათი აქვთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საბრძოლველად”.
ოკუპაციის პირობებში უფლებადამცველები და აქტივისტები გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. ავტორიტეტული მედიების და ორგანიზაციების გავრცელებული ინფორმაციები მოწმობს, რომ რუსების მიერ კონტროლირებად რეგიონში სამხედროები სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უმიზეზოდ აკავებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ.

“როცა პირველად ვცადე ხერსონიდან გასვლა, 70 ბლოკპოსტი გავიარეთ და რუსებმა მოგვაბრუნეს. გვითხრეს, რომ 11 მაისამდე ტყუილად არ გვეცადა გასვლა, რადგან ყველა “საზღვარი” ჩაკეტილი იქნებოდა.
ამის შემდეგ დედასთან ყირიმში წავედი და იქ ველოდებოდით 11 მაისს. ეს დღე რომ მოვიდა, მეგობრებთან ერთად მანქანით წავედით ლვოვში. იქ 2 თვე მომიწია დარჩენა, რადგან შშმ პირის დოკუმენტებს ვაკეთებდი და დრო დასჭირდა. შემდეგ ყირიმში დავბრუნდი, დედას, ძაღლს და 3 კატას მოვკიდე ხელი და საქართველოში წამოვედით”, — იხსენებს ოლენა.
აქამდე გზა უსაფრთხო არ ყოფილა. საქართველოში შემოსვლა რუსეთის ტერიტორიით არ უნდოდათ, მაგრამ, რადგან შინაური ცხოველებიც თან ჰყავდათ, მანქანით გადაადგილებამ მათთვის ერთადერთი გზა აღმოჩნდა და ეს მხოლოდ რუსეთის გავლით იყო შესაძლებელი. რუსულ ბლოკპოსტებზე ავტომატებით თავზე ადგნენ და უხეში ტონით ეუბნებოდნენ, რომ ტელეფონზე პაროლი მოეხსნა. კამათს აზრი არ ჰქონდა, ტელეფონს აწვდიდნენ, რუსი ჯარისკაცები კი ეძებდნენ ყველაფერს, რაც უკრაინასთან იყო კავშირში.
“ერთ-ერთ ბლოკპოსტზე დაგვპირდნენ, რომ დაგვცხრილავდნენ. მაშინ იმის გამო გაგვაჩერეს, რომ ერთ მგზავრს ჰქონდა შშმ პირის სტატუსის დოკუმენტი, მაგრამ არ ჰქონდა სამხედრო ბილეთი. ამის გამო რაღაც გაურკვეველი ამბები მოაწყვეს, მანქანიდან ჩემოდნები გადმოგვაყრევინეს. უცებ ჩვენს უკან სხვა მანქანა გაჩერდა, რომლითაც რუსები უფრო მეტად დაინტერესდნენ და ჩვენ თავი დაგვანებეს. ამიტომ ჩავყარეთ ნივთები და წამოვედით”, — ეს ამბავი ოლენამ ძალიან სწრაფად, ფილმის სიუჟეტივით მოგვიყვა და კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა.
“შიშს და გაურკვევლობას ვგრძნობდი. მობილური კავშირი არ იყო, ნაცრისფერი ზონაა და იქ როცა ხვდები, რამე თუ დაგემართება, ვერავინ გაიგებს”.
მხარდაჭერა ახალი ცხოვრების დასაწყებად

დედასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა 2022 წლის მარტშივე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ოქტომბრამდე ვერ შეძლო. მაშინ არავის დახმარების მოლოდინი არ ჰქონდა, მაგრამ როცა გეგმებზე მეგობრებს უამბო, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან დააკავშირეს. თავიდან ეს ადამიანის უფლებათა სახლის (HRHC) ყირიმის ოფისი იყო, შემდეგ თბილისის.
HRHC და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის, Emergency Support Ukraine (ESU)-ის ფარგლებში, უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებს ეხმარება. 2022 წელს ყირიმის ოფისმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული დაცვის პროგრამის ფარგლებში ოლენას და მის დედას საქართველომდე მგზავრობა დაუფინანსა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა კი ისინი საქართველოში საცხოვრებლით უზრუნველყო.
“ჩვენ უფლებადამცველებს ფინანსურ მხარდაჭერას ვთავაზობთ საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად და ზოგადად საცხოვრებელი ხარჯებისთვის. ასევე, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, რომელიც ძალიან ხშირად სჭირდებათ პროფესიული გადაწვის და სხვადასხვა რთული სიტუაციის გადატანის გამო, რაც უფლებადაცვით საქმიანობასთან არის კავშირში. გარდა ამისა, სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაცია, თუ ეს საჭიროა. მაგალითად, ბინადრობის ნებართვის მისაღებად”, — განმარტავს ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი, ნათია თავბერიძე.
Emergency Support Ukraine (ESU) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტია, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს გადაუდებელ დახმარებას. პროექტს ახორციელებს პარტნიორთა კოალიცია ERIM-ის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Human Rights House Foundation და Human Rights House Tbilisi.
ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უკვე 19 უფლებადამცველს და მათი ოჯახის 5 წევრს, სულ 24 ბენეფიციარს გაუწია დახმარება.
ახალი სახლი ბათუმში
რუსეთის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ოლენას დედასთან და საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად ყაზბეგში მოუწია დარჩენა, რადგან მანქანა გაუფუჭდა. როცა პრობლემა მოაგვარეს, პირდაპირ ბათუმში წამოვიდნენ.
მათი ახალი ბინა ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, მაღალსართულიან კორპუსშია. ოლენასთან და დედასთან ერთად აქ ერთი ძაღლი და სამი კატა ცხოვრობს.
“თავდაპირველად საცხოვრებელს დღიურად ვქირაობდით, მაგრამ მალევე, 3 დღეში ვიპოვეთ ბინა. ახლა სადაც ვართ, ამის გვერდით იყო. ნახევარი წლით ქირავდებოდა და ეს დრო იქ ვიცხოვრეთ.
თავიდან მეგონა პრობლემა იქნებოდა 4 შინაურ ცხოველთან ერთად ბინაში შესვლა, მაგრამ პირიქით. მეპატრონემ როცა გაიგო ძაღლი საიდან ჩამოვიყვანე, დასაწოლი ხალიჩა მაჩუქა. მერე ძალიან გაგვიმართლა და აქვე, მეზობელ ბინაში გადმოვედით, უკვე შეჩვეული ვიყავით აქაურობას, მეზობლებს”, — იხსენებს ოლენა.
როგორც ამბობს, მაშინდელმა სიტუაციამ, ბათუმში უკრაინული დროშების, პლაკატების, წარწერების სიმრავლემ, უკრაინულმა სიმღერებმა და ხალხის სოლიდარობამ თავი ნაცნობ, მშობლიურ გარემოში აგრძნობინა.
“ქართველები კარგად შეგვხვდნენ. ისეთი შეგრძნება გვქონდა, როგორც სახლში. არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია”, — გვეუბნა ოლენა და აქ მიღებულ გამოცდილებას, სხვა ქვეყნებსაც ადარებს.
“საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში სერბეთში მომიწია ჩასვლა და მაშინ უფრო მეტად დავაფასე, რამდენად დიდი მხარდაჭერაა საქართველოში. ბელგრადში კვირის განმავლობაში არსად მინახავს უკრაინული დროშა”.
მშობლიური გარემოს შექმნას სახლშიც ცდილობს. საწოლთან ახლოს უკრაინის დროშა და ამავე ფერებში გაწყობილი რამდენიმე თმის სამაგრი უდევს. მაცივარზე კი სახლიდან წამოღებული მაგნიტები აქვს მიკრული. აქ ერთად ნახავთ ყირიმის, დონეცკის, თბილისისა და ბათუმის, უკრაინული მზესუმზირებისა და აჭარული ხაჭაპურის სიმბოლოებს.
“ყველაფრის წამოღება ვერ შევძელი. ჩამოვიტანე ის ნივთები, რაც ჩემთვის სახლთან ასოცირდებოდა, რადგან 2014 წლის შემდეგ 12-ჯერ ან 13-ჯერ მომიწია სხვაგან გადასვლა”.
უხარია, როცა უკრაინული ორგანიზაციები ბათუმში ღონისძიებებს ატარებენ და მშობლიურ ენაზე საუბრის შანსი აქვს. სიცილით მიყვება, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თვის პირველ რიცხვში უკრაინელებისთვის შესვლა უფასოა და იქ მისულს მთელი ავტობუსი უკრაინელებით სავსე ხვდება და ყველგან უკრაინული საუბარი ესმის, რაც ახარებს.
რამდენიმე თვეა ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დადის. თავის მართლებით ამბობს, რომ ენების სწავლა რთულად გამოსდის და არც ქართული ყოფილა გამონაკლისი, ამიტომ ჯერ ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ავტობუსის გაჩერების გარკვევას შეძლებს.
ამბობს, რომ ბათუმში თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ის შიშები, რაც ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრებისას ჰქონდა, ეტაპობრივად გაუქრა. ამაში გარემო და ხალხის დამოკიდებულება ეხმარება.
ქალაქში ბევრი ადგილი მოსწონს, მაგრამ მისი საყვარელი სივრცე მაინც სახლია, განსაკუთრებით აივანი, სადაც ცდილობს, ის მცენარეები გააცოცხლოს, რომელიც ყირიმში, მის ბაღში იზრდებოდა. აქვე აქვს ხერსონიდან ჩამოტანილი პალმა, რომელიც ახლა ბათუმის მზიან და ნესტიან ამინდში ხარობს.
დისტანციური სწავლა და აქტივიზმი

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ოლენამ ვიკიმედია უკრაინაში დაიწყო მუშაობა, რომლის მიზანია, უფრო მეტი ადამიანი იპოვოს, ვინც უკრაინულ ვიკიპედიაზე სანდო ინფორმაციას დაწერს.
გარდა ამისა, ის უკრაინელების ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ ორგანიზაციაში მუშაობს. ამბობს, რომ ამბასადორების მენეჯერია — ადამიანების, რომლებიც მზად არიან, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ისაუბრონ.
პარალელურად, დისტანციური სწავლების კურსით, მაგისტრის ხარისხს იღებს დონეცკის უნივერსიტეტში, რომელიც 2014 წლიდან ვინიცაშია ევაკუირებული. ის მაგისტრანტების პირველ ჯგუფშია, რომლებიც პოსტკონფლიქტურ ტერიტორიებზე სიტუაციების მართვას სწავლობენ.
“მოლოდინი გვაქვს, რომ დეოკუპაციის შემდეგ ასეთი სპეციალისტების საჭიროება იქნება. ამიტომ ახლა სადიპლომო მასალას ვამზადებ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ”.
ოლენა იმაზეც გვესაუბრა, რა გზას გადის უფლებადამცველი, სანამ თავად გახდება ბენეფიციარი.
„ძალიან რთული იყო. პირველად როცა გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად, საერთოდ არაფერი მქონდა და ყველაფერი მჭირდებოდა. საერთოდ არ ველოდი დახმარებას და ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დახმარება მივიღე“.
ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი, ნათია თავბერიძე, განმარტავს, რომ უფლებადამცველებისთვის ყოველთვის რთულია დახმარების მიღება. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არის გადაუდებელი გარემოება.
“ყოველთვის ადარებენ სხვების სიტუაციებს. მასშტაბები, თავდასხმები და შევიწროებები ყოველთვის განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ბელარუსში შეიძლება უფრო ცუდი სიტუაციაა, ვიდრე საქართველოში. მაგრამ იმისთვის, რომ უფლებადამცველი იყოს ძლიერი და დიდხანს შეინარჩუნოს ის აქტივობა, რაც აქვს, ამისთვის ხშირად საჭიროა გარკვეული ტიპის მხარდაჭერის მიღება. თუნდაც ფსიქო-სოციალური დახმარების მიღება გადაწვის პრევენციისთვის. ამაზე ხშირად რთულია დათანხმება, რადგან ფიქრობენ, რომ მათზე მეტად სხვას ჭირდება”, — ამბობს ის.
დაბრუნების იმედი, უფრო ზუსტად, გეგმა
“ახლა სახლი მწყობრშია, მაგრამ როცა ყირიმისკენ კონტრშეტევა დაიწყება, არ ვიცი რა მოხდება” — გვითხრა ოლენამ და მორიგ კითხვას, ჰქონდა თუ არა ყირიმზე კონტრშეტევის იმედი, ასე უპასუხა — “უბრალოდ იმედი კი არ მაქვს, ზუსტად ვიცი”.ბინა ბათუმში ერთი წლით, აპრილამდე აქვს ნაქირავები, მაგრამ იმ დათქმით, რომ თუ “გამარჯვებას უფრო მალე მიაღწევენ”, უკრაინაში მაშინვე დაბრუნდებიან.
ნაფიქრი აქვს იმაზეც, რას გააკეთებს ომის შემდეგ. არ იცის სად ჩავა — ექნება სახლი, თუ ისევ სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება.
“სხვაგან დასაბრუნებლადაც მზად ვარ. იქ წავალ, სადაც სამსახური მექნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს ქალაქში დაბრუნება მინდა. იქ სახლი, დიდი ბაღი, 70 ვარდი, 90 ქრიზანთემა მაქვს.
ყველაზე მეტად ჩემი მცენარეები მენატრება. ვიცი, რომ სახლი შეიძლება დაიბომბოს, მაგრამ შეიძლება, მცენარეები გადარჩნენ”.ინტერვიუს დასასრულს ბულვარში გავისეირნეთ და ხერსონის, ლვოვისა და ბათუმის არქიტექტურა განვიხილეთ. გვითხრა, რომ მთავარი განსხვავება ბათუმის დიდი ტერასები, აივნები და ფანჯრებია, უკრაინაში კი პირიქითაა, რადგან ცივი ზამთრების გამო სითბოს შენარჩუნებას ცდილობენ.
“მომწონს, რომ ბათუმში ხანდახან წვიმს. მე იმ რეგიონიდან ვარ, სადაც საერთოდ არ წვიმს ზაფხულში. აქ როცა წვიმს, განახლების შეგრძნება მაქვს. ამიტომ, როცა ამინდზე წუწუნებენ, მიკვირს, ბათუმში რატომ ჩამოდიან”, — თქვა ოლენამ, როცა ქალაქის ამინდის განხილვა დავიწყეთ.
ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ოლენა კრაკოვის და კატოვიცეს გავლით კიევში ჩასვლას გეგმავს. ომის შემდეგ ეს პირველი დაბრუნებაა და სინანულით ამბობს, რომ სულ 4 დღე აქვს და ვერაფერს მოასწრებს, რადგან სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი. მაგრამ გულს არ იტეხს, იცის, რომ დაბრუნდება — თან მარტო არა, დედასთან, ლარისთან და 3 ფისოსთან ერთად. მანამდე კი ბათუმიდან თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
უკრაინის გამარჯვების 2014 წლიდან გვჯერა. ვიცოდი, რომ ეს მალე არ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მოხდება.
ავტორი: თამუნა გეგიძე
სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.
-

სწავლა სწავლებისთვის — გაიცანით 19 წლის ტექნოლოგიების მასწავლებელი ფარცხანაყანევიდან
“მასწავლებლებს ზოგჯერ ისევ მოსწავლე ვგონივარ, მოსწავლეები კი აკაკი მასს, ხანდახან კი მხოლოდ აკაკის მეძახიან”, — გვიყვება 19 წლის აკაკი ფერცულიანი, (more…)
-

GRETA – ს უფასო მარკეტინგის ტრენინგები მეწარმეებისთვის
ინდივიდუალური მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის ბრენდინგისა და მარკეტინგის
უფასო პრაქტიკული კურსები, (more…) -

როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა
თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.
(more…) -

ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ვალბრჟიხს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა
პოლონეთში, ქალაქ ვალბრჟიხში ვიზიტით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი იმყოფებოდნენ, (more…)
-

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს – ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება.
(more…) -

დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაიზრდება
1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.
შესაბამისი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება.მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
-

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალური ჩვენებით მოუწევთ
(more…)